“ხელისუფლება არის მობილიზებული, რომ ხმაშეწყობილად იმოქმედოს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნებისმიერი შესაძლო საფრთხე და თავდასხმის მცდელობა ჩვენს დამოუკიდებლობაზე” – ჭეიშვილი
“მთელი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მობილიზებული იმისთვის, რომ ხმაშეწყობილად, სინქრონულად იმოქმედონ იმისთვის, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნებისმიერი შესაძლო საფრთხე და თავდასხმის მცდელობა ჩვენს დამოუკიდებლობაზე”, – ამის შესახებ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც ვახსენებდი საკანონმდებლო რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის ტემპი. კომპლექსურად, ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იქნება გამყარებული და განმტკიცებული და არცერთ დაინტერესებულ ძალას, რომელსაც სურს, რომ პირდაპირ აფათუროს ხელი ჩვენი ქვეყნის საქმეებში არ მიეცემა გასაქანი იმისთვის, რომ თავისი ანტიქართული გეგმები განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ჭეიშვილმა.