დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის

„პოლიტიკური მანტია ვერ იქნება ინდულგენცია ნებისმიერი პირისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე განხორციელებული,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან დაკავებულ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა.

„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ამ რადიკალების ის კატეგორია, დღეს რომ დიდის ამბით ვითომ პრინციპულები არიან და ამბობენ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო – როცა ეტყვიან, რომ მონაწილეობა მიიღეთო, მიიღებენ. როცა ეტყვიან, რომ თავი შეიკავეთო, არ მიიღებენ მონაწილეობას – გააჩნია რა გეგმა ექნებათ მათ პატრონებს საქართველოსთან მიმართებით. მთავარი აქ ის არ არის, რას ფიქრობენ ისინი ან ეს ერთი მუჭა რადიკალები რა ინიციატივით გამოდიან არჩევნებთან მიმართებით. მთავარი არის ქართველი ხალხი, რომელიც საარჩევნო ურნასთან იღებს გადაწყვეტილებას და უკვე მერამდენედ, მათ შორის ახლაც – თვითმმართველობის არჩევნებზე, კიდევ ერთი განაჩენი ელოდებათ ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები