რატი იონათამიშვილი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ცვლილებაზე: სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები საბოლოო ჯამში ნარკომომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს

„მთელი დღის განმავლობაში ათობით მოქალაქემ დამირეკა. ისინი იყვნენ როგორც ნარკომომხმარებლები, ასევე მათი ოჯახის წევრები. მათ სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლოგიკური გაგრძელება სახელმწიფოს გამოცხადებული პოლიტიკის, რომ ჩვენი მომავალი თაობების დაცვისთვის, სიჯანსაღისთვის, მათზე ზრუნვისთვის, ჩვენ დღეს უნდა ვიმოქმედოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქმედითი ნაბიჯები მკვეთრად შეამცირებს საბოლოო ჯამში ნარკომომხმარებელთა რაოდენობას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები