ვარლამ ლიპარტელიანი – ევროპარლამენტარებზე: ვფიქრობ მათი მხრიდან ეს ორმაგი სტანდარტი უკვე გააცნობიერა ქართველმა ხალხმა, შანტაჟის ენით საუბარი თუნდაც ვიზალიბერალიზაციაზე, პირველ რიგში ეს ვის დაარტყამს – ქართველ ხალხს

ვფიქრობ მათი მხრიდან ეს ორმაგი სტანდარტი უკვე გააცნობიერა ქართველმა ხალხმა. შანტაჟის ენით საუბარი თუნდაც ვიზალიბერალიზაციაზე, პირველ რიგში ეს ვის დაარტყამს – ქართველ ხალხს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, ევროპარლამენტიდან წამოსულ კრიტიკასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, რომ საქართველოს ამ ფორმით ესაუბრებოდეს.

„ჩვენთვის უცხო არ არის ეს და პირველად არ ვისმენთ ამ ყველაფერს ევრობიუროკრატებისგან. ცოტა უნდა, რომ გადავახვიოთ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი დაიწყო იმის მერე, რაც საქართველომ სანქციები არ დააწესა რუსეთთან და ამის მერე იწყება ყველაფერი ის, მიზანმიმართულად, რის გამოც ისჯება ქართველი ხალხი პირველ რიგში. თუნდაც ვიზალიბერალიზაციაზე, როდესაც არის საუბარი, პირველ რიგში ვის დაარტყამს – ქართველ ხალხს, იმ ადამიანებს ვინც ამ სიკეთით სარგებლობს. ეს სიკეთე ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულ ოცნებამ“ მოიტანა დიდი შრომის ფასად და დიდი წვალების ფასად. იგივე იყო ზუსტად კანდიდატის სტატუსზეც.

ვფიქრობ მათი მხრიდან ეს ორმაგი სტანდარტი უკვე გააცნობიერა ქართველმა ხალხმა. შანტაჟის ენით საუბარი, არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობს იმის, რომ როდესაც საუბრობენ, რომ თუნდაც კურსიდან გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“. არანაირი არგუმენტი არ არსებობს ამის, რომ ევროპარლამენტიდან თუნდაც ევრობიუროკრატებისგან მოდის შენიშვნა, მოდის, რაღაც დასანქცირების მუქარის ხასიათის საუბარი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, გადასახდელია ის ყველაფერი, რაც იქ ხდება და ამაზე არამარტო ჩვენ, არამედ ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებიც საუბრობს. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს სულ ცოტა ხანში თავისი ადგილი და თავისი სახელი დაერქმევა. იმიტომ, რომ მართლა შეუძლებელია ამ ყველაფრის ატანა და ამ ყველაფრის მოსმენა უსამართლოდ. იმავეს ვხედავდით ჩვენ არჩევნების შემდგომ პერიოდში. მანამდეც, მათი მხრიდან მოწოდებები, როდესაც იყო, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ძალადობრივი მოწოდებები. ევროპარლამენტის მოქმედი წევრები, ელჩები, როგორი იდგნენ რუსთაველზე და როგორ მოუწოდებდნენ ხალხს ძალადობისკენ. ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ზუსტად იმავენაირად ევროპის, რომელიმე ქვეყანაში, რომ მოიქცეს სხვა ქვეყნის ელჩი ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ყველამ კარგად ვიცით, რასაც უზამენ და რა დღეს ჩააგდებენ იმ ადამიანებს“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები