ზარქუა – საგამოძიებო კომისიაზე: კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვით, ვინ მავნებლობდა, ვინ იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ – იქნებოდა ეს ევროკავშირი, ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ოკეანეს გაღმა
“კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვით და ვახსენეთ, ვინ მავნებლობდა, ვინ იყო საქართველოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ – იქნებოდა ეს ევროკავშირი, ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ოკეანეს გაღმა”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, „დღის ქრონიკაში“, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
“ასე რომ, საქართველომ ეს გვარები და სახელები უნდა იცოდეს. ნაწილი იციან, მაგრამ მეტად უნდა შევახსენოთ, ვინ მავნებლობდა და ვინ იბრძოდა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზარქუამ.