დავით ქართველიშვილი: ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის “დიფ სთეითის” ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული “ფასეულობების” ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ, ამჯერად სამიზნე – პრაღაა
ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის “დიფ სთეითის” ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული “ფასეულობების” ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები – “დიფ სთეითის” ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქციური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა.
„ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის “დიფ სთეიტის” ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული “ფასეულობების” ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები – “დიფ სთეიტის” ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქციური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი.
საქმის დეტალებით არ მოგაწყენთ, მთავარს მოგახსენებთ: საქმის სასამართლოში დაბრუნების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული, რომელსაც მემარჯვენე პოპულისტური ANO ფავორიტად იქნა მიჩნეული. პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა – მაგრამ “დიფ სთეითი” სულ სხვანაირად ფიქრობდა”, – წერს ქართველიშვილი.