ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას, ირანული მედია ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტამდე ირანმა ისრაელს რაკეტებით შეუტია. მედიის თანახმად, რაკეტებით შეტევის სულ ოთხი ტალღა იყო.
მანამდე, გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.