Axios: ირანმა კატარში აშშ-ის ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა კატარში აშშ-ის ბაზების მიმართულებით ექვსი რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია Axios-ი ისრაელის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქებების ხმამ კატარის დედაქალაქ დოჰას ჩრდილოეთით სახლები შეარყია.

მანამდე, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანამ საჰაერო სივრცის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები