ისრაელის თავდაცვის მინისტრი: არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს
,,არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს”, – ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
მისი თქმით, ხამენეი ღიად აცხადებს, რომ მას ისრაელის განადგურება სურს.
„ის პირადად გასცემს საავადმყოფოებზე დარტყმის ბრძანებას. ის აცხადებს, რომ მისი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა. ასეთი ადამიანის არსებობა დაუშვებელია.
არ შეიძლება ისეთმა დიქტატორმა, როგორიც ხამენეია, რომელიც ირანის მსგავს ქვეყანას მართავს და მის მისიას ისრაელის განადგურება წარმოადენს, არსებობა გააგრძელოს“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.