ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნების დროს, იგნორირება გაუკეთეს მისიის მთავარ შეფასებას – “ქართული ოცნება” – არჩეული ხელისუფლება”, დღეს კი პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე”, – წერს იონათამიშვილი.