დავით მათიკაშვილი – თუკი ვინმე შეეცდება არჩევნები ჩაშალოს, სათანადო პასუხი გაეცემა
„ვერავინ შეძლებს აქ ვერაფრის ჩაშლას – ქართველი ხალხის ნება-სურვილი განხორციელდება და არჩევნები ჩატარდება,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალებს არჩევნების ჩაშლის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ.
„სათანადო პასუხი გაეცემა, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება, რომ საქართველოში საყოველთაო, ღია და თანასწორი არჩევნები უზრუნველყოს, რაიმე ფორმით შებღალოს და ეცადოს ამ ყველაფრის ჩაშლას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რადიკალებს ამის არანაირი თავი, ერთი მუჭა რესურსი არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნება-სურვილი იქნება განხორციელებული – ჩატარდება არჩევნები. რადიკალებს მძიმე მარცხი ექნებათ, რომელსაც ისინი წესით უკვე უნდა მიეჩვიონ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.