კაია კალასი: უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი

,,რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს”, – ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.

„რუსეთი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს, ჩვენს მატარებლებს, თვითმფრინავებს, მილსადენებს, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსა და ელექტრო სადენებს თავს ესხმის. ასევე, თავს ესხმის ჩვენს ინდუსტრიას, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ კომპანიებს. ისინი დივერსიულ თავდასხმებს ახორციელებენ და თავიანთ სამხედრო ძალებს აძლიერებენ და ბირთვულ არსენალს აფართოებენ.

წელს რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ეს გრძელვადიანი აგრესიისთვის მათი გრძელვადიანი გეგმაა. თუ ამის გამოყენებას არ აპირებ, მაშინ სამხედრო სფეროში ამდენს არ დახარჯავ. მჯერა, რომ არ არსებობს ისეთი საფრთხე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ვერ დავამარცხებთ.

უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები რომ გავიმეორო: „თუ უკრაინას კიდევ უფრო მეტად არ დავეხმარებით, მაშინ რუსული ენის სწავლის დაწყება მოგვიწევს“. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც საბოლოოდ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“, – განაცხადა კაია კალასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები