გივი მიქანაძე ჯინ შაჰინის განცხადებაზე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით,“ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძემ, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ნულია ფასი იმ განცხადებების, რომელშიც სიმართლეზე არ არის ორიენტირი, რომელშიც არ ხდება იმ სამართლიანობის და იმ რეალობის აღქმა, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები