პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.
ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს, უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.