ტრამპი რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვას შეცდომას უწოდებს
კანადაში G7-ის სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯგუფიდან გარიცხვა „დიდი შეცდომა“ იყო.
„G7 ადრე „დიდი რვიანი“ იყო. (აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს) ბარაკ ობამას და (კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ) ტრიუდოს რუსეთი არ სურდათ… ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო“, – თქვა ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მაიკ კარნისთან შეხვედრაზე.
როგორც მან აღნიშნა, „დიდი შვიდეული“ ბევრს საუბრობს რუსეთზე, მაგრამ მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ზის.