რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს
რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ელჩმა, ანატოლი ვიქტოროვმა ტელეარხ „რუსეთ-24“-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად დატოვონ ისრაელი ეგვიპტის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, შემდეგ კი გაფრინდნენ რუსეთში შარმ-ელ-შეიხიდან ან კაიროდან.
ელჩის თქმით, რუსეთის მოქალაქეთა ევაკუაცია ისრაელიდან ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება.