ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს.
ამის შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის საელჩოები ავრცელებენ.
შესაბამისი განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია და ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც.
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.