ირაკლი ზარქუა: პოლონეთის საელჩოსთან სამართლიანი აქცია გაიმართა

,,პოლონეთის საელჩოსთან სამართლიანი აქცია გაიმართა. რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ამას არ „გავატარებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, პოლონეთის პრემიერი ტუსკი „ნაცების“ მეგობარია.

„რადიკალების პატრონებს რაც სჭირდებათ, იმას თუ არ შევასრულებთ, გვემუქრებიან. ესე იგი, მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ტუსკი „ნაცების“ მეგობარი და სააკაშვილის, მზეთუნახავის ერთ-ერთი ლობისტია. მათ ინტერესებს თუ არ მივყვებით და სახელმწიფოს ინტერესებს დავთმობთ, ბერკეტებს, მუქარებს გამოიყენებენ. ამას არ „გავატარებთ“. ასეთი ბევრი მუქარა მოგვისმენია. კანდიდატის სტატუსი ღირსებით მივიღეთ და ასე გავაგრძელებთ. ტუსკისა და სიკორსკის ლუსტრაცია მოხდა, რომელთათვისაც „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიის შუქურაა, საზოგადოებისთვის – ტირანი და ბანდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ დონალდ ტუსკმა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები