ირაკლი ზარქუა: არ გინდა ციხეში ჯდომა?! მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა, არ იხდი?! მაშინ წესი არის, დაგაკავებენ
,,თუ გირაოს არ იხდი ე.ი. შეგნებულად მიდიხარ რომ ჩაჯდე – დააშავე?! არ აღასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას?! ციხე!”, – ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა თავის არჩევანს აკეთებს.
„საკითხი მარტივადაა. მგონია, შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ არის კანონი, მოსამართლის გადაწყვეტილება. არ გინდა ციხეში ჯდომა?! მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა. არ იხდი?! მაშინ წესი არის, დაგაკავებენ. მორჩა, მარტივია. ყველა აკეთებს თავის არჩევანს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხადე?! მოგისაჯა სასამართლომ?! ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნება, მე ვიქნები თუ სხვა, შესაბამისად, არჩევანში არიან თავისუფალი.
მოსამართლის მიერ დადგენილად თუ არ იხდი გირაოს ე.ი. შეგნებულად მიდიხარ, რომ ჩაჯდე. ახლა ეს პოლიტიკური ქულის მომტანი იქნება, თუ ცოტა ხანში დაიწყებენ, „იქნებ შეგვიწყალონ“ და რაღაც, ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს თავისი არჩევანი. დააშავე?! არის კანონი, სასამართლო გადაწყვეტილება. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ?! ციხე!,“ – განაცხადა ზარქუამ.