ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა

ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური, ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ამის შესახებ ინფორმაციას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგრეთვე არ ფიქსირდება რადიაციის დონის მატება ირანის ნეთენზის რაიონში, სადაც ერთ-ერთი ბირთვული ობიექტია განლაგებული, და რომელიც ისრაელმა დაბომბა.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები