BBC: ისრაელის დარტყმებს ირანის გენშტაბის უფროსი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.

ბაყერი 1980 წელს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს შეუერთდა და მოგვიანებით ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო პირი გახდა.

გარდა ამისა, როგორც BBC იუწყება, ისრაელის საჰაერო დარტყმებს აგრეთვე ემსხვერპლნენ: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი, ირანელი მეცნიერი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდონ აბასი, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაური, გენერალი გოლამალი რაშიდი და კიდევ ერთი ირანელი ფიზიკოსი, მოჰამად მაჰდი თეირანჩი.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები