ტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის დარტყმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ შესაძლოა, ეს მოხდეს

არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის დარტყმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ შესაძლოა, ეს მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა მოუწოდა ისრაელს, არ დაარტყას ირანს და აღნიშნა, რომ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება კვლავ ახლოსაა.

„ჩვენ ახლოს ვართ საკმაოდ კარგ შეთანხმებასთან. არ მინდა, რომ მათ ეს გააკეთონ, რადგან ვფიქრობ, ეს ყველაფერს გააფუჭებს. მსურს კონფლიქტის თავიდან აცილება. ირანს ცოტა უფრო მაგარი მოლაპარაკება მოუწევს, რაც ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ მოგვცენ ის, რისი მოცემაც ახლა არ სურთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები