დავით ქართველიშვილი: დღეს ევროკავშირს, „დიფ სთეითის“ სახით, სჭირს „პანდემია“ და თვითგადარჩენის მიზნით, მასთან საჭიროა დისტანციის დაჭერა
„სადაც ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ კაცობრიობის ბიომასად გადამქცევ ძალებს, იქ დანარჩენებიც გაჰყვებიან ჩვენს გამოცდილებას, ჩვენს გზას…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირს, „დიფ სთეითის“ სახით, სჭირს „პანდემია“ და თვითგადარჩენის მიზნით, მასთან საჭიროა დისტანციის დაჭერა.
„ამაზე არაერთგზის მისაუბრია – დიახ, ევროკავშირის ქვეყნებს ეშინიათ შეჯახების „მხეცთან“, ანუ საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, – „მათთვის საქართველოს მთავრობა არის მხეცი (ნადირი), რომლის წინაშეც ბრიუსელს შიში ეუფლება“.
ორბანი ამტკიცებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთი ქვეყნის სახეა და ამის გამო „შურის საგანია“, სადაც სახელმწიფო ვალის შემცირების ფონზე, სტაბილურია ეკონომიკური ზრდის ტემპის მზარდი შენარჩუნება. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს მტკიცებულებები ევროკავშირის მხრიდან ექსტრემიზმის დაფინანსების შესახებ, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაორაზროვნად განაცხადა.
დიახ, დღეს ევროკავშირს სჭირს „პანდემია“. თვითგადარჩენის მიზნით, მასთან საჭიროა დისტანციის დაჭერა, შესაძლოა, (ყოველი შემთხვევისთვის), „პირბადის“ ტარებით. ერთადერთი – უარი უნდა განვაცხადოთ მათ მიერ შემოთავაზებულ „ვაქცინირებაზე“. პირიქით, დავაგროვოთ ისეთი ოდენობის „ანტისხეულები“, რომელთა „ექსპორტით“ შესაძლებელი იქნება ევროპული ცივილიზაციის გადარჩენა.
დღეს ასეთი „გენერატორი“ სწორედ საქართველოა. ამიტომაც ეშინია მისი „დიფ სთეითს“ და მის ტყვეობაში მყოფ ევროპას. ამიტომ არის ამ კონტინენტის ჯანსაღი ძალების იმედად პატარა საქართველო – სადაც ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ კაცობრიობის ბიომასად გადამქცევ ძალებს, იქ დანარჩენებიც გაჰყვებიან ჩვენს გამოცდილებას, ჩვენს გზას…“, – წერს დავით ქართველიშვილი.