“სამწუხაროდ, ვაფიქსირებთ ტენდენციას, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგანი” – მახაშვილი

“პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, პოლონეთის პრემიერს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბის უფროსი იყოს, ოღონდ გარედან.

“რაც შეეხება რეალურ სიტუაციას, არ მგონია, მისთვის ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში სასარგებლო იყოს, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ საკითხზე ლეგიტიმაციის დიდი პრობლემები აქვს.

სამწუხაროდ, ვაფიქსირებთ ტენდენციას, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგანი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, ამ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებამ საფრთხე არ შეუქმნას ადგილზე ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ პროცესებს, ამ მხრივ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ საკითხს”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები