ნინო ფოჩხუა: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უჩივლა საკუთარ მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში მას „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, სასამართლომ 9600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, თუმცა ასეთ ფაქტებს არ იმჩნევენ ჩვენი დესტრუქციულები

,,სულ ახლახან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საკუთარ მოქალაქეს უჩივლა, რომელმაც სოციალურ ქსელში მას „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, სასამართლომ ამ კაცს ჯარიმა დააკისრა 9600 ევროს ოდენობის, თუმცა ასეთ ფაქტებს არ იმჩნევენ ჩვენი დესტრუქციულები და თავისას მიერეკებიან”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.

ფოჩხუას თქმით, ანალენა ბერბოკის შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი, ბევრი ევროპული ქვეყანა აკეთებს იმავეს, საჯარო მოხელეების მისამართით სოციალურ სივრცეში პირადი შეურაცხყოფისთვის.

„რა ალიაქოთი ატეხეს საჯარო პირებზე შეურაცხყოფისთვის სასამართლოში დაბარებულმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, გეგონება საქართველოს ხელისუფლებაა პირველი და უკანასკნელი ვინც ეს გააკეთა.
აი სულ ახლახან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უჩივლა საკუთარ მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში მას მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდა, სასამართლომ ამ კაცს ჯარიმა დააკისრა 9600 ევროს ოდენობის, თუმცა ასეთ ფაქტებს არ იმჩნევენ ჩვენი დესტრუქციულები და თავისას მიერეკებიან. ბერბოკის შემთხვევა კი არც პირველია და არც უკანასკნელი, ბევრი ევროპული ქვეყანა აკეთებს იმავეს, საჯარო მოხელეების მისამართით სოციალურ სივრცეში პირად შეურაცხყოფაზე.“-წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები