Reuters: აშშ ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადება

FILE PHOTO: A view of the Green Zone in Baghdad, Iraq August 29, 2022. REUTERS/Thaier Al-Sudani/File Photo

აშშ ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების რისკების გამწვავების გამოა მიღებული.

წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, უსაფრთხოების რა რისკებმა განაპირობა ევაკუაციის გადაწყვეტილება.

„სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, რომ ბაღდადიდან აშშ-ს საელჩოს პერსონალი გაიყვანოს. განზრახვაა, ეს [ევაკუაცია] განხორციელდეს კომერციული საშუალებებით, თუმცა აშშ-ის სამხედროები მზადყოფნაში არიან, თუკი დახმარება იქნება მოთხოვნილი“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით თქვა, რომ საელჩოს თანამშრომლების ნაწილობრივი ევაკუაციის შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები