გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი მომავალ კვირას იქნება მიღებული
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა იმედი გამოთქვა, რომ სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი მომავალ კვირას იქნება მიღებული.
„მადლობელი ვარ, რომ ევროკომისიამ განსახილველად წარადგინა სანქციების მე-18 პაკეტის შეთავაზებები. ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წავა, მომავალ კვირას პაკეტი მიღებული იქნება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.