ირაკლი ზარქუა: მაიდანი ისევ დღის წესრიგშია, არ მოხსნილა
ეს ბერკეტი ამათ სულ ჰქონდათ. მათ შორის გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ კანდიდატის სტატუსი, იყო მოლაპარაკებების გახსნა და იყო ასევე, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, – ასე უპასუხა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოყენებული იქნას წინასაარჩევნოდ შანტაჟისთვის.
ზარქუას თქმით, შანტაჟის მცდელობები მუდმივად იყო, თუმცა ადეკვატურად მოაზროვნე ევროპელი ლიდერების დამსახურებით ბრიუსელმა ვერ შეძლო გეგმის განხორციელება.
მისი განცხადებით, რადიკალებს კვლავ აქვთ შეკვეთა, რომ საქართველოში გადმოიტანონ მაიდანი.
„მადლობა ღმერთს იქ არიან ადეკვატურად მოაზროვნე ევროპელი ლიდერები, რომლებმაც ეს ჩაშალეს. მაგრამ თემა რა არის? ბერკეტი. ეს არის შანტაჟი, დაშინება ქართული საზოგადოების და ამ მავნებლობისთვის არის გარკვეული ნაწილი რადიკალების ჩასული [ბრიუსელში] და კიდევ ახალი ინსტრუქციები მიიღონ და არიონ ეს ქვეყანა.
მაიდანი არის დღის წესრიგში ისევ, არ მოხსნილა. ნახეთ უკრაინის თემა. კიდევ უფრო მძაფრდება იქ ომი შესაბამისად, ეს არის ამათი დაკვეთა, ეს არის ამათი ამოცანა, რომ რამენაირად ისევ ქაოსში, როგორც არის უკრაინა, გადაიყვანონ ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.