ირაკლი ზარქუა: დღის წესრიგში ისევ დგას, რომ სააკაშვილის მსგავსი მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გაიხსნას – სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ომი არ იქნება
ამ მოცემულობაში ბუნებრივად დღის წესრიგში დგას ისევ, რომ აქ მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში სააკაშვილის მსგავსი და მეორე ფრონტი გაიხსნას, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს არ გამოუვათ, – საქართველოში ომი არ იქნება.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით როგორ აფინანსებენ რადიკალიზმს გარკვეული ფონდები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, გარკვეული „ფეისები“, ვინც არიან პირდაპირ ჩართული ამ რადიკალიზმში, საზოგადოების დაქუცმაცებაში, დაყოფაში. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ელჩებს, ვინც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, რომ ეს დაგმონ. ამ საზოგადოებას დაყოფა, დაქუცმაცება არ სჭირდება, არამედ გაერთიანება იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, ჩვენ გვეგონა რომ მოვიდოდა ახალი ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებული შტატებში და ომს გააჩერებდა, მაგრამ ვერ აჩერებს. აგერ, ნატო არ ერთვება, მიუხედავად იმისა, რომ ახალისებდა, ამბობდა თქვენ გვერდით დავდგებითო, შეატოვეს [რუსეთს] ამ მოცემულობაში ბუნებრივად დღის წესრიგში დგას ისევ, რომ აქ მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში სააკაშვილის მსგავსი და მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს არის ამოცანა და ბუნებრივია ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. სანამ არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ომი არ იქნება, ამ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდება, იქნება ეკონომიკური განვითარება და დღეს ამის დემონსტრირება იყო პრემიერის უნგრეთში ვიზიტი. მთელი დელეგაცია იყო უნგრეთში, სადაც არაერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მათ შორის აღინიშნა რა გავაკეთეთ ქართველმა ხალხმა მშვიდობისთვის და მშვიდობას რომ მოაქვს ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა ზარქუამ.