ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: ამათი პირდაპირი ინტერესია, რომ არჩევნები არ ჩატარდეს და არეულობა და ქაოსი იყოს, ბრიუსელში ამიტომ არის ჩასული რადიკალების ნაწილი, ეს უსამშობლოები, რომ ახალი ინსტრუქცია მიიღონ
იგივე სცენარია, რაც საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს ოპოზიციური ორი პარტია მონაწილეობას, რომელიც შემდეგ გამოვა და იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა.
„სცენარი დაახლოებით ასეთია: ეს ორი ლუზერი პარტია, „ტოპ ტვინების“ და მეორე მოღალატე, რომელმაც მთავარ გასაჭირში იყო ხელისუფლება და გადადგა. რატომ? მერე, როგორც გაიშიფრა თურმე ელჩმა დააშინა. მშიშარა კაცების არ არის პოლიტიკა და ხელისუფლებაში ყოფნა, რაც გახარიამ გვანახა. ამ ორზე არის ფსონი გაკეთებული. იმიტომ, რომ იმათაც კარგად უწყიან, რომ „კოლექტიური ნაცების“ გვერდში დგომას და დაფინანსებას აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ხალხი საერთოდ არ იხედება მათკენ. ახლა რა ხდება?! ეს ორი იღებს მონაწილეობას [არჩევნებში]. მერე დაეწყობა ეს ორი პარტია, იტყვის, რომ გაყალბდა არჩევნები. ამას ზემოდან დაემატებოდა ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, რომელთა პირდაპირი ინტერესია, რომ არჩევნები არ ჩატარდეს და პირიქით, აქ არეულობა და ქაოსი იყოს და შემდეგ გამოხმაურებები.
ბრიუსელში ამიტომ არის ჩასული რადიკალების ნაწილი, ეს უსამშობლოები, რომ ახალი ინსტრუქცია მიიღონ თუ როგორ შეიყვანონ ეს ქვეყანა ქაოსში. ეს არის ამათი ამოცანა და სტრატეგია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.