ანესის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია გაიმართება
ანესის ანიმაციური საერთაშორისო კინოფესტივალთან არსებულ კინობაზრობა MIFA-ს ფარგლებში, 12 ივნისს, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება იმართება ანესის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობის MIFA-ს სექციაში – „პარტნიორების პრეზენტაციები“ (Partner Pitches) და მასზე დასწრება ფესტივალის ყოველი მონაწილისთვის არის შესაძლებელი.
„„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ხუთი მოკლემეტრაჟიანი პროექტი, აქედან საქართველო წარმოდგენილი იქნება მარიამ ქორთუას პროექტით „ბატონი ბურდას ანატომია“, რომელსაც რეჟისორი თავად წარადგენს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ ვორქშოპი „ანესი – შავი ზღვისპირა ქვეყნები“ ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია („საქანიმა“); საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი;
თბილისის მერია და „ანესის“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ბაზრობა (MIFA)“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.