პოლონეთის პრემიერი: ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით

ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყნის პარლამენტში მიგრაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცედ მომხრეა იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის, რომლებიც სტანდარტებს პატივს აღარ სცემენ.

„სხვათა შორის, ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვაც, კარგად ვიცი, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, ვისაც ძალიან სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რაშია პრობლემა.

ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს – ბოდიშს ვუხდი ქართველებს, ვინც შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. ზოგადად, მე მტკიცედ მომხრე ვარ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონიერებას და წესრიგს ჩვენს ქვეყანაში თუ ევროპაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები