ტრამპი – ლოს-ანჯელესის მოვლენებზე: არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს

“ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ლოს-ანჯელესი ისევ თავისუფალი და უსაფრთხო გახდება.

“ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ  უსაფრთხოს“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები