ავსტრიის ქალაქ გრაცში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.
თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდარის გამო, ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.