ლევან გოთუას დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
10 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს მწერალთა კავშირი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანადგომით, ატარებს ლევან გოთუას დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს.
მწერალთა კავშირის ინფორმაციით, გამომსვლელები არიან: რევაზ მიშველაძე, ივანე ჯაფარიძე, ემზარ კვიტაიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ნინო ქუთათელაძე, თამარ შაიშმელაშვილი.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ მსახიობები: მურმან ჯინორია, ელდინო საღარაძე, მარინა კახიანი, დავით უფლისაშვილი, თენგიზ გიორგაძე,თინა კობალაძე.
მომღერლები: ეკა კვალიაშვილი, თამარ ალადაშვილი.
ანსამბლები: „ქართული ხმები“, პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“, „პატარა გარეჯელები“.
ღონისძიების წამყვანია ნიკა წულუკიძე.
რეჟისორი – გოჩა კაპანაძე
პროექტის ავტორები: მაყვალა გონაშვილი, ბადრი ქუთათელაძე, მანანა გორგიშელი.
მხატვარი: ლომგულ მურუსიძე.