უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა.

ამის შესახებ unian-ი იტყობინება.

შეთანხმების შედეგად, უკრაინას უბრუნდებიან მძიმედ დაჭრილები და 25 წლამდე ასაკის სამხედროები.

„დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც უახლოეს დღეებში რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება.

ეს პროცესი საკმაოდ რთულია, ბევრი სენსიტიური დეტალი აქვს და მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები