„წერილით და სიყვარულით“ – ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ანა ჩუბინიძის სარეკლამო თოჯინური ფილმის პრემიერა გაიმართა

დღეს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ანა ჩუბინიძის სარეკლამო თოჯინური ანიმაციური ფილმის – „წერილით და სიყვარულით“ – საერთაშორისო პრემიერა გაიმართა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ანიმაციური ფილმის პრემიერა „დაკვეთილი ფილმების“ საკონკურსო სექციაში გაიმართა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს ქართველ რეჟისორს ამ წარმატებას და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს.
საფრანგეთის ქალაქ ანესიში გამართულ ანიმაციური კინოს ფესტივალის ფარგლებში წელს მე-40-ედ იმართება ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ანიმაციის კინობაზრობა MIFA. აქ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართული ანიმაციის სტენდი იქნება წარმოდგენილი.
🇬🇪 ინდუსტრიული ღონისძიება 10 ივნისს გაიხსნება და 13 ივნისამდე გაგრძელდება. კინობაზრობის ფარგლებში „საქართველოს ანიმაციის ასოციაციის“ („საქანიმა) და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს გამართავენ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები