ერევანში ქართული კულტურის დღეები „ერისიონის“ შოუ-პროგრამით – „ქართული საგანძურით“ დასრულდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული კულტურის დღეები ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ შოუ-პროგრამით – „ქართული საგანძური“ დასრულდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გალა კონცერტი კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა. დარბაზის ფოიეში ასევე გამოიფინა ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 5-7 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გამართულ ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები