სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართა
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამა სახელწოდებით „ქორეონიკონი“ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს. ქორეოგრაფიული ქრონიკების სახით წარმოდგენილი იყო ქართული საცეკვაო და მუსიკალური ფოლკლორის ამსახველი ნიმუშები.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.