ტრამპი: მასკზე არც კი ვფიქრობ – საწყალ ბიჭს, აშკარად, პრობლემა აქვს

„მე ილონზე არც კი ვფიქრობ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტთან განაცხადა.

„ილონს პრობლემა აქვს, საწყალ ბიჭს, აშკარად, პრობლემა აქვს!“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ მასკს ცოტა ხნით არ დაელაპარაკება, მაგრამ მას წარმატებებს უსურვებს.

„არ მაინტერესებს ეს დავა, მირჩევნია დღევანდელ თემაზე – ეკონომიკაზე ვისაუბრო.

ფასები შემცირდა, შემოსავალი გაიზარდა, ჩვენი საზღვარი დაკეტილია, ბენზინი იაფია, ინფლაცია მკვდარია, ჩვენი ქვეყანა ყვავის! კომპანიები ამერიკაში ინვესტირებას ახდენენ ისე, როგორც არასდროს!“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები