შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ნიკა ქაჩლიშვილმა ძალისმიერ სამჭიდში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა, ნიკა ქაჩლიშვილმა, ძალისმიერ სამჭიდში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.

ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

,,ნიკა ქაჩლიშვილმა, ტურნირში, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი მოიპოვა.

აღნიშნულ ტურნირში გამარჯვებით, ნიკა ქაჩლიშვილმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამგზავრების და ასპარეზობის შესაძლებლობა მოიპოვა.

ნიკა ქაჩლიშვილი ძალისმიერ სპორტში საქართველოს შვიდგზის ასევე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები