სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სასულიერო პირებმა, რომლებმაც დაარღვიეს დაუქორწინებლობის აღთქმა, უნდა დატოვონ ჩვენი სულის სახლი
სომხური სამოციქულო ეკლესია ჩვენი სულის სახლია და სასულიერო პირებმა, რომლებმაც დაარღვიეს დაუქორწინებლობის აღთქმა, უნდა დატოვონ ჩვენი სულის სახლი,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
„როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთგული მიმდევარი, ეკლესიის წინაშე ქედმოხრილი, როგორც ადამიანი, რომელსაც სწამს და თაყვანს სცემს იესო ქრისტეს, ვამბობ: სომხური სამოციქულო ეკლესია ჩვენი სულის სახლია. შენ ამ სახლს შეურაცხყოფ შენი დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევით, მაგრამ არამხოლოდ ამით. სასულიერო პირები, რომლებმაც დაარღვიეს დაუქორწინებლობის აღთქმა, ვერ გააგრძელებენ სულიერ მსახურებას. მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი სულის სახლი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.