ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ოთხშაბათს საღამოს ვაშინგტონში გაემგზავრება, რაც ევროპის უდიდესი ეკონომიკის ლიდერის რანგში აშშ-ში მისი პირველი ვიზიტი იქნება,- ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მერცი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში ომის დასრულებასა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ ტარიფებზე იქნება ორიენტირებული.