აიათოლა ალი ხამენეი: ამერიკის აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი ნათელია – მათ ამ საკითხში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

ამერიკის აბსურდულ ბრალდებებზე ჩვენი პასუხი ნათელია, მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ,- ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბირთვული ინდუსტრია სხვადასხვა სფეროზე ახდენს გავლენას, მათ შორის სამეცნიერო სფეროზეც.

“ამერიკა მუდმივად აღნიშნავს, რომ ბირთვული ინდუსტრია არ უნდა იყოს ჩვენს მფლობელობაში. ამ საკითხს ირანი აბსურდულ მტკიცებას უწოდებს. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მოგეხსენებათ, ურანის გამდიდრება ბირთვული პრობლემის გასაღებია და მტრები, სწორედ, გამდიდრებაზე არიან ორიენტირებულნი. დღეს ისლამურ მთავრობებს ბევრი ვალდებულება აქვთ, განსაკუთრებით პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. აღარ არის თავაზიანობის ან ნეიტრალიტეტის დრო. არც დუმილის დროა. ამერიკა ამ დანაშაულის თანამონაწილეა და რეგიონიდან უნდა განიდევნოს”,- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

როგორც ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, თუ რომელიმე ისლამური სახელმწიფო რაიმე ფორმით სიონისტურ რეჟიმს მხარს დაუჭერს, “მის შუბლზე აუცილებლად დარჩება მარადიული სირცხვილი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები