სუმზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა
უკრაინის ქალაქ სუმზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, სუმზე მტრის დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის კიდევ ერთი დანაკარგი გვაქვს.
43 წლის მამაკაცი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი 7 წლის ქალიშვილი მძიმედ არის დაჭრილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა სუმის ცენტრალურ ნაწილს შორ მანძილზე მოქმედი მრავლობითი სარაკეტო სისტემით (MLRS) დაარტყეს.