ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამის გამოყენებას ვერ შეძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანის ურანის გამდიდრების პროგრამა ირანთან შესაძლო ბირთვული შეთანხმების ნაწილად არ იქნება დაშვებული.

ტრამპმა აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განცხადება Truth Social-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ ურანის გამდიდრებას არ დავუშვებთ!“ – წერს დონალდ ტრამპი.

მისივე თქმით, ურანის გამდიდრების პროგრამა წინა ადმინისტრაციებს დიდი ხნის წინ უნდა შეეჩერებინათ.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ირანს ბირთვული შეთანხმების წინადადება გადასცა, რომელიც ირანის მიერ ურანის შეზღუდული რაოდენობით გამდიდრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები