პროექტი „მწვანე საღამოები“ – ტონინო გუერას „თბილი წვიმის“ წარდგენა გაიმართება

4 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტ „მწვანე საღამოების“ ფარგლებში ტონინო გუერას ნაწარმოების – „თბილი წვიმა“ – ქართული თარგმანის წარდგენა გაიმართება. მთარგმნელი – ქეთევან ტომარაძე.
როგორც ტონინო გუერა წერს, რომანს „ვუძღვნი ჩემს ქართველ მეგობრებს და მათ ტურფა ქვეყანას“.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „მწვანე საღამოების“ ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი ღონისძიება:
4 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში,  მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის – „სიხარულის ოდა“ – ჩვენება გაიმართება.
5 ივნისს, 20:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში კი  გია მატარაძის დოკუმენტური ფილმის – „შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე“ – ჩვენება გაიმართება.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები