„არქიპელაგი: ზღვა საერთოა“ – ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

3 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე „სახელოსნო N6“-ის გამოფენას უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გაიხსნება ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით: „არქიპელაგი: ზღვა საერთოა“.
„ჯგუფი სახელოსნოს კურატორ მარიამ ყანდიაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ნამუშევრებს. როგორც არქიპელაგის — ცალკეული კუნძულები, რომლებიც საერთო ზღვითაა დაკავშირებული. სწორედ, ასეა ეს სახელოსნოც: ერთ სივრცეში სრულიად განსხვავებული სამყაროები იქმნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 ნამუშევარი, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო არტი და ინსტალაცია. მიუხედავად ერთობლივი მუშაობისა, თითოეულ ავტორს საკუთარი უნიკალური ხელწერა აქვს, რაც სახელოსნოს ძირითად თემას ასახავს — ერთი სივრცე, მრავალი სამყარო.
მონაწილე მხატვრები: მარიამ კანდიაშვილი, დათა მუშკუდიანი, ლუკა აბაზაშვილი, მარიამ სიხარულიძე,
ნინო მალვერ, მარიამ ჯოჯუა, ნატა ჩუსლიაევი, სოფო გაჩეჩილაძე, ნიკოლ ტიბუნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები