ინდოეთის აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ჩანთაში 47 შხამიანი გველი ჰყავდა

ინდოეთის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ათობით იშვიათი ქვეწარმავლის, მათ შორის შხამიანი გველების, კონტრაბანდულად შეყვანას ცდილობდა,- ამ ფაქტის შესახებ “ბიბისი” წერს.

ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ტაილანდიდან ბრუნდებოდა, მუმბაის აეროპორტში საბაჟო თანამშრომლებმა გააჩერეს. ოფიციალური პირების თქმით, ქვეწარმავლები, მათ შორის 47 შხამიანი გველგესლა, მამაკაცის რეგისტრირებულ ბარგში დამალული იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცხოველების იმპორტი უკანონო არ არის, ინდოეთის ველური ბუნების დაცვის კანონი გარკვეული სახეობების იმპორტს კრძალავს, მათ შორის იმ სახეობების, რომლებიც გადაშენების პირას არიან.

მგზავრმა ასევე ნებისმიერი ველური ცხოველის იმპორტირებამდე საჭირო ნებართვები და ლიცენზიები უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები