მექსიკაში, ნარკოტიკების რეაბილიტაციის ცენტრში ხანძარმა 12 ადამიანი იმსხვერპლა
მექსიკაში, გუანახუატოს შტატში, ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაციის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე სამი დაშავდა.
მსხვერპლთა ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ყველა დაღუპული რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარია.
მუნიციპალური მთავრობის განცხადებით, ისინი დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯების დაფარვას ხელს შეუწყობენ.
გუანახუატოს შტატის პროკურატურის ცნობით, ექსპერტები მტკიცებულებებს აგროვებენ, რათა ინციდენტის მიზეზები დაადგინონ.